пятница, 25 октября 2013 г.

როდესაც ძლიერად ვართ მიჯაჭვულნი ადამიანებზე და ნივთებზე,განა მათთან ერთად ჩვენი რაგაც ნაწილი არ გვტოვებს,როდესაც ისინი მიდიან? 

უცნაური საქციელი


უცნაური საქციელი (შთამაგონებელი ისტორია)
ხანდაზმული მამაკაცი და მისი 25 წლის შვილი მატარებლის ვაგონში შევიდნენ და თავისი ადგილები დაიკავეს. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა.

როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გაჰყო ხელი, რათა ჰაერის ნაკადი ეგრძნო და უცებ აღფრთოვანებულმა დაიყვირა: – მამა, ხედავ, ყველა ხე უკან მიდის!

ხანდაზმულმა მამაკაცმა საპასუხოდ გაუღიმა.

ახალგაზრდას გვერდით ცოლ–ქმარი იჯდა. ისინი ცოტა შეაცბუნა 25 წლის კაცის ესეთმა ბავშვურმა საქციელმა.

მოულოდნელად ახალგაზრდამ ისევ დაიყვირა: – მამა, ხედავ, ტბა და ცხოველები… ღრუბლები მატარებელთან ერთად მოდიან!

წყვილი გაოცებული აკვირდებოდა ახალგაზრდა კაცის უცნაურ საქციელს, რომელშიც მამამისი ვერავითარ უცნაურობას თითქოს ვერ ხედავდა.

წამოვიდა წვიმა და წვეთები ახალგაზრდას მოხვდა. ის კვლავ სიხარულით აღივსო და თვალები დახუჭა. შემდეგ კი დაიყვირა: – მამა წვიმა მოდის, წყალი მე მეხება.ხედავ მამა?

წყვილს დახმარების სურვილი გაუჩნდა და ხანდაზმულ მამაკაცს ჰკითხეს: – რატომ არ წაიყვანთ რომელიმე კლინიკაში საკონსულტაციოდ?

მამაკაცმა უპასუხა: – ჩვენ ეხლა კლინიკიდან მოვდივართ. დღეს ჩემმა შვილმა პირველად დაინახა გარემო იგი დაბადებიდან ბრმა იყო.

P.S ნუ განვიკითხავთ სხვა ადამიანების საქმეებს და საქციელს, რამეთუ არ ვიცით მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები…
თარგმნა :T.H. D 

вторник, 22 октября 2013 г.

ჩვენ ვიცვლებით

ადამიანები არასოდეს იცვლებიან სიძულვილით,განკითხვით,ან განაჩენით.    ჩვენ ვიცვლებით რწმენის,სიყვარულის და პატიების მეშვეობით.!

საუკუნო სიცოცხლე!

 სანტა კლაუსი გამოჩნდა ცაზე და წამიერი სიხარული მოჰგვარა ბავშვებს. შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და  საუკუნო სიცოცხლე მომიტანე მე!
   T.H.D

სიყვარულის ძალა


ამოვა მზე,მაგრამ შენ ვერ დაგრჩრდილავს,ვინაიდან მასზე უფრო მეტად კაშკაშებ... სიწმინდის სამოსი გახურავს და  ვერავინ შეგედრება სამართალში..